დღეს მოსწავლეებთან შეხვედრის თემა იყო ტექნოლოგიური სტარტაპები და AI. შეხვედრის მიზანი იყოს Enterpreneuer უნარების განვითარება. ბრეინშტორმინგის შემდეგ ბავშვებმა სხვადასხვა თემებიდან აარჩიეს შემდეგი:
ტექნოლოგების საგნის ექსპერტი პროგრამისტი რომ იყოს...
გადავწვიტეთ ამ თემის პოპულარიზაციის მიზნით გავაკეთოთ სხვადასხვა აქტივობები, ჩავრთეთ ჩატჯპტ და მისი ძმები. პირველ ეტაპზე ვქმნით ბლოგს, სადაც ქარდების სახით წარმოდგენილი ინფორმაცია დაგვეხმარება საკითხის პოპულარიზაციაში. წლის განმავლობაში ამ ბლოგზე გამოვაქვეყნებთ სხვადასხვა ქარდებს, რომლებიც ხელს შეუწყობს თემის ფართო სპექტრით წარმოჩენას.
ჩვენი მიზანი კი არის ტექნოლოგიების საგანში გვყავდეს მეტი კვალიფიციური კადრი ვიდრე დღეს არის, გქვონდეს ნორმალური სასწავლო გარემო, მაღალი სიჩქარის ინტერნეტი სკოლის ტერიტორიაზე, წვდომა კომპიუტერებზე და სხვა მოწყობილობებზე, გვქონდეს სახელმძღვანელო და კვალიფიციური სასწავლო რესურსები. ვფიქრობთ მიზნის მიღწევა არ გაგვიჭირდება. რავი, ისეტი ტიპი მაინც რომ გვყავდეს, ერთი ფორ ციკლი ჰქონდეს გამოყენებული, უკვე სერიოზული წინსვლა იქნება
ვფიქრობთ რომ პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში Enterpreneuer, 21- საუკუნის და სხვა მნიშვნელოვანი უნარების განვითარებას....
მოსწავლეები გაეცნობიან ხელოვნური ინეტელექტის გამოაყენევას, სკრამ მეთოდოლოგიას ეროვნულ სასწავლო გეგმას :)


Comments
Post a Comment